აშშ-ში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტენდენცია გრძელდება – გასულ თვეს ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონემ 9.1%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც 1981 წლის შემდეგ დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია.
სტატისტიკის ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, საბაზო ინფლაციის ინდექსი (CPI), რომელიც არ ითვალისწინებს ენერგორესურსებისა და სურსათის ფასებს, 5.9%-იან ნიშნულზეა, რაც ასევე აღემატება ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს.
ექსპერტების შეფასებით, ინფლაციის ტემპის მოსალოდნელზე მეტად დაჩქარება ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის დაგეგმილზე მეტად გამკაცრებას გამოიწვევს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვეს FED-ის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 75 საბაზო პუნქტით გაზრდაა პროგნოზირებული, ხოლო წლის ბოლომდე რამდენიმე მსგავსი ინტერვენციაა დაგეგმილი.
ეკონომისტების განმარტებით, აშშ-ში ინფლაციის მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა რამდენიმე ძირითად მიზეზთანაა დაკავშირებული, მათ შორისაა: პანდემიის პერიოდში მონეტარული პოლიტიკის უპრეცედენტო შემსუბუქება; მთავრობის მიერ ფინანსური დახმარების პაკეტების გაცემა; მიწოდების ჯაჭვების შეზღუდვა; რუსეთ-უკრაინის ომი და კონფლიქტის ფონზე ენერგორესურსებისა და სურსათის მკვეთრი გაძვირება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობა, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო…
ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…